Monday, September 9, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა 2019 წელი


   სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაორბალოს საჯარო სკოლის უფროსი პედაგოგების
ნინო დალაქიშვილის და ცირა ჯელიას
 პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების და  ჩართულობის  ხარისხის   გაუმჯობესების
გზების    კვლევა   მე V, VI, VIII, IX კლასებში ქართულ ენა -ლიტერატურასა და ისტორიაში.
                                   


                            2019



სარჩევი
შესავალი------------------------------------------------------------------------------------------- 3
თავი I----------------------------------------------------------------------------------------------- 4-5
საკვლევი საკითხის მიმოხილვა, პრობლემის აქტუალობის დასაბუთება სამიზნე ჯგუფი.
თავი II-------------------------------------------------------------------------------------------5-8
ლიტერატურის მიმოხილვა
თავი III------------------------------------------------------------------------------------------- 8-10
საკვლევი კითხვების ფორმულირება, კვლევის მიზნები და ამოცანები, კვლევის გეგმა
თავი IV-------------------------------------------------------------------------------------------- 10-13
კვლევის მეთოდების განხილვა, ინტერვენციის დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგი და მათი
ანალიზი
თავი V-------------------------------------------------------------------------------------------13-17
ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
თავი VI--------------------------------------------------------------------------------------------17-18
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა
თავი VII------------------------------------------------------------------------------------------18-21
პროექტის ვადები, მიგნებები , რეკომენდაციები, კვლევის ნაკლოვანებები, დასკვნა
,ბიბლიოგრაფია. რეფლექსია---------------------------------------------------------------21-24
დანართი ---------------------------------------------------------------------------------24-27


 შესავალი
    სსიპ.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებში,მოტივაციის ნაკლებობისა და სასწავლო პროცესში ნაკლები ჩართულობის გამო ,რაც თავისთავად აისახება აკადემიურ მოსწრებაზეც, გადაგვაწყვეტინა კვლევის ჩატარება,ყურადღება გავამახვილეთ ასევე საკვლევ საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ ინფორმაციაზე, პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის შესაძლებლობაზეც.
    მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის გაღვივება და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა  გლობალური საკითხია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს  განათლების სისტემისთვის. მოცემული საკითხის კვლევისათვის შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა სასწავლო პროცესში და ცოდნის დონის ამაღლება. კვლევა ჩატარდა როგორც თვისებრივი ,ისე რაოდენობრივი თვისებების გამოყენებით, ინსტრუმენტებს კი წარმოადგენდა ფოკუს ჯგუფი ,დაკვირვება , ანკეტირება და კითხვარი. შედეგის მისაღწევად გამოყენებული იქნა ინტერვენციები რომლებიც კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა. დავგეგმეთ ინტერვენციები: თვითშეფასების ანკეტის შევსება 4 თვის განმავლობაში, ჯგუფური მუშაობები სადაც გამოვიყენეთ,სასწავლო პროცესში  ისტ - ის   სწავლება და სამოტივაციო ვიდეო-ფილმების ყურება.
  იქიდან გამომდინარე ,რომ ჩვენი სკოლა არის მცირე კონტიგენტიანი და თან სამწუხაროდ ამ ეტაპზე ბავშვთა სიმცირის გამო არ გვყავს მეშვიდე კლასი კველვა ჩავატარეთ მე V,VI,VIII,IX კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა სულ შეადგენს 15.
ნაშრომი შედგება   7 თავისგან. I თავში მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა ,კვლევის მიზანი და ამოცანები.  I I თავში განხილულია ლიტერატურა გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის პრაქტიკის შესახებ.  I I I თავში განხილულია საკვლევი კითხვები .  IV თავში კვლევის მეთოდებია განხილული, ინტერვენციის დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი. V თავი ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი . VI თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს და სკოლაში მის დანერგვას. VII თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიას და პროექტის ვადებს .აღწერილია კვლევის ჯგუფის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა ,ბიბლიოგრაფია და დანართი. ძირითადი საძიებო სიტყვები: მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, ცოდნის დონის ამაღლება, ჯგუფური მუშაობის ფორმები, ეფექტური სწავლების სტრატეგიები.
        
                                                                                                                                                                       თავი I   
საკვლევი საკითხის მიმოხილვა.
  პრაქტიკული კვლევის მიზანია: მოსწავლეთა ჩართულობა და აკადემიური მოსწრების ხარისხის კვლევა ქართულ ენა-ლიტერატურასა და ისტორიის გაკვეთილებზე ,მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიება და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
   კვლევის პრაქტიკამ აჩვენა ,რომ მოსწავლეები დაწყებით საფეხურზე შედარებით აქტიურად არიან ჩართულები სგაკვეთილო პროცესში,ხოლო საბაზო საფეხურზე იკლებს მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი,მათი გარკვეული ნაწილი სასწავლო წლის მანძილზე პასიურია,ეზარებათ საშინაო დავალების შესრულება არ ასრულებენ ან ნაწილობრივ ასრულებენ მას,უჭირთ და ეზარებათ დამოუკიდებლად მუშაობა,რთულდება მათი დაინტერესება და იკლებს ჩართულობის ხარისხი,რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზეც,მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა  თვლის,რომ მხოლოდ მოსმენით და  საკლასო აქტივობაში მონაწილეობით გავა ფონს.
   კოლეგებთან გაწეულმა კონსულტაციებმა ცხადყო,რომ  ზოგადად ყველა საგანში  შეიმჩნევა მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილში მოტივაციის კლება,რაც მეტად პრობლემურია და პირდაპირ აისახება აკადემიურ მოსწრებაზეც.ამდენად ვფიქრობთ,რომ კვლევის შედეგები საგულისხმო, საინტერესო იქნება და პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება სხვა კოლეგებსაც.
პრობლემის აქტუალობის დასაბუთება.
     დაგეგმვის დროს  შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.ურთიერთმსჯელობის შედეგად და პედაგოგების გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:
     ა)მოსწავლეთა უმეტესობას  არ გააჩნიათ სწავლისადმი არც შინაგანი და არც გარეგანი მოტივაცია.
  ბ)არ აქვთ საკუთარი შესაძლებლობის რწმენა, თავდაჯერებულობის უნარი.
 გ)თავს იკავებენ საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან, უჭირთ სიტყვების სწორად წარმოთქმა.
დ)ერთფეროვანი საგაკვეთილო პროცესი.
ე)გარდატეხის ასაკი.
ვ)სახელმძრვანელოს ტექსტის მოცულობა და სირთულე.
ზ)მშობლების უყურადღებობა მოსწავლის სწავლისხარისხის გაუმჯობესებაში.                        
თ) შეფასების არაობიექტურობა
 სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საკითხზე კვლევის ჩატარება, რომ დაგვედგინა მიზეზი და შესაბამისად ინტერვენციების დახმარებით მიგვეღწია მიზნისათვის.
 პრობლემის მიზეზების გაანალიზება,მათი შემდგომი გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ამიტომ შევეცადეთ შეგვესწავლა ყველა მიზეზი.

   პრაქტიკული კვლევა ასევე გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. კვლევაში ჩართულ ადამიანთა გუნდურ მუშაობას, მოსაზრებების გაზიარებას, ერთობლივ გადაწყვეტილებებს სასურველი შედეგემის მისაღებად.

II
  ლიტერატურის მიმოხილვა
 გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა აქტუალური საკითხია .მოსწავლეთა ჩართულობას აფერხებს სხვადასხვა ფაქტორი. მასწავლებლები სხვადსხვა ხერხს მიმართავენ მოსწავლეთა აქტიურობის წასახალისებლდ.
   გამოვიყენეთ მასწავლეგბელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა „სწავლება და შეფასება“ 2008 წელი. კიდევ ერთხელ გავიაზრეთ,რომ მოტივაციის ამაღლების ძირითადი საშუალება,რაც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს,არის პიროვნული ურთიერთობები,სასწავლო ატმოსფერო და მასწავლებლის მოთხოვნები.
  განასხვავებენ მოტივაციის 4 მიდგომას:
1.ბიჰევიორისტული მიდგომა(სკინერი),რომელიც აღიარებს შესაბამისი სტიმულების გამოყენებას მოტივაციის ასამაღლებლად,რაც გულისხმობს ,რომ მოტივაციის ხარისხი განპირობებულია ჯილდოს ან დასჯის მოლოდინით.ბიჰევიორიზმის მიმდევრები აღიარებენ მოტივაციის გამომწვევ გარეგან ფაქტორებს.
2.მოტივაციისადმი ჰუმანისტური მიდგომით გამოირჩევა XX  საუკუნის ფსიქოლოგი კარლ როჯერსი,რომელსაც მიაჩნია,რომ მოტივაციას განსაზღვრავს შინაგანი ფაქტორი და ეს არის წარმატების თვითრეალიზებისა და თვითაქტუალიზაციის სურვილი.
  აქვე განიხილება აბრაამ მასლოუს თეორიაც რომლის მიხედვითაც ადამიანებს გააჩნიათ სურვილების იერარქია -დაბალიდან(მაგ. უსაფრთხოება)მაღალი რანგის მოთხოვნილებამდე(მაგ.თითაქტუალიზაცია).თვითაქტუალიზაციაში მასლოუ გულისხმობს თვითრეალიზაციას და ამბობს,რომ სანამ შემდეგ საფეხურზე გადავიდოდეთ,უნდა დაკმაყოფილდეს უფრო დაბალი რანგის მოთხოვნილებები.მისი თეორია მასწავლებელს საშუალებას აძლევს მთლიანობაში აღვიქვათ მოსწავლე,რომლის ფიზიკური ემოციური და ინტელექტუალური მოთხოვნილებები ურთიერთქმედებაშია.
3.მოტივაციისადმი კოგნიტური მიდგომა თვლის ,რომ ადამიანი ცნობისმოყვარე, მაძიებელი არსებაა,ამდენად ეს მიდგომაც მოტივაციის შინაგან ფაქტორებს აღიარებს.
4.მოტივაციის სოციოკულტურული კონცეფციის მიხედვით ადამიანი ჯგუფის წევრია და ჯგუფის შიგნით ცდილობს საკუთარი იდენტობის განმტკიცებას. ამდენად მოსწავლე, რომელიც იმყოფება ისეთ საკლასო სივრცეში სადაც სწავლა ღირებულებაა თავადაც მოტივირებულია.
     იმისათვის,რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში იყოს აქტიურად ჩართული უნდა იყოს დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში.როგორც ლიტერატურიდანაც ირკვევა  მასწავლებელმა უნდა შეასრულოს გზამკვლევის როლი მოსწავლეთა პოზიტიურ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
   ამასთან გასათვალისწინებელია ფსიქოლოგ აბრაჰამ მასლოუს აზრი ადამიანის მოთხოვნილებათა შესახებ.ესაა 1.ბიოლოგიური,   2.უსაფრთხოების ,3 .კუთვნილების და სიყვარულის,4.საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და აღიარების,5.თვითრეალიზაციის.
   საჭიროაა მრავალფეროვნება გაკვეთილის დაგეგმვის დროს ამასთან დავალებები გამომწვევი უნდა იყოს მაგრამ ადეკვატური,თუ დავალება მეტისმეტად მარტივია ან რთულია მოსწავლეებს ეკარგებათ მოტივაცია.(ცვატა ბერძენიშვილი 2015 წელი „სტატიები სწავლის მოტივაციების გასაზრდელად“ http://mastsavlebeli.ge/?p=1528)
 მიგვაჩნია,რომ  გაკვეთილზე მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების  გამოყენება,ამასთან მნიშვნელობანია უკუკავშირის მიცემა, რაც ასევე გაზრდის მოტივაციას მოსწავლეებში. ლიტერატურას,რომელსაც გავეცანით კვლევის პროცესში დიდი დახმარებას გვიწევს მოსწავლეებთან მუშაობაში.
  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას დიდი დახმარება გაგვიწია აგრეთვე „მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზამკვლევმა“ ნაწ. 2 იგი საუკეთესო რესურსია მასწავლებლებისათვის,სადაც დეტალურადაა გაწერილი კვლევისათვის საჭირო ნაბიჯები და ეტაპები.
  ზოგიერთ ბავშვს ახასიათებს ვიზუალური მეხსიერება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უკეთესად ამუშავებენ მხედველობით ინფორმაციას. ასეთ ბავშვებს შეუძლიათ მარტივად გადმოსცენ ის, რაც თავად დაინახეს. ბავშვები კარგად იმახსოვრებენ სასწავლო მასალას, რომელიც გაფორმებულია ლამაზი გრაფიკით, ნახატებით, დიაგრამებით, ხოლო მთავარი პუნქტები გამოყოფილია მსხვილი შრიფტით. სხვა ბავშვებს კი აქვთ სმენითი მეხსიერება. ამიტომ ისინი გაცილებით უკეთ ითვისებენ ინფორმაციას, რომელიც მოისმინეს. ხშირად იმისათვის, რომ დაიმახსოვრონ ინფორმაცია მათ სჭირდებათ მისი გამეორება ხმამაღლა ან უხმოდ. სასწავლო მასალის უკეთესად ათვისების მიზნით მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა განიხილონ ისინი ასეთ ბავშვებთან. სწორედ ამიტომ, როდესაც ვამეცადინებთ ბავშვს სახლსა თუ სკოლაში, უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტულად რომელ ტიპს მიეკუთვნება ის და შესაბამისად მოვძებნოთ ინფორმაციის მიწოდების მეთოდები. თუ სკოლაში გამოიყენება მეთოდები, რომლებიც არ მიესადაგება ბავშვს, ამის გამო ის შეიძლება კატასტროფულად ჩამორჩეს სწავლის პროცესს. ამიტომ მშობლებს მოუწევთ სასკოლო მეცადინეობის შემდეგ, სახლში, დამოუკიდებლად ბავშვთან ერთად გაიმეორონ განვილილი მასალა, უკვე შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.
    ჩართულობა თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს . ეს გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების , არამედ თანატოლთა სწავლების პროცესშიც . გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას , პროექტებში მონაწილეობისას , წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთ გაგებაში , უნარ-ჩვევების დაუფლება განვითარებისა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში , რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას. მოსწავლე ჩართულია სწავლის პროცესში , თუ ის მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს დავალების შესრულებისას , ზრუნავს შესრულებული დავალების ხარისხზე და ამასთან , შესრულებულ სამუშაოს მისთვის დიდი ღირებულება აქვს. ასეთი მოსწავლეები გამოხატავენ უფრო მეტი ცოდნის შეძენის სურვილს და პოზიტიურ დამოკიდებულებას სკოლისა და სწავლის მიმართ. სასწავლო მასალები და იტი-ის მიხედვით ,სწავლის პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირებას ძლიერი პოზიტიური ეფექტი აქვს მოსწავლეთა მიღწევებზე მხოლოდ მაშინ , თუ ეს პროცესი შესაბამისად იქნება განხორციელებული . სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დაცვა , მისი როგორც ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო მასალის ყოველდღიური გამოყენება  და თანამშრომლობით გარემოს შექმნა .
    ასევე საყურადღებოა დიმიტრი უზნაძის „განწყობის ფსიქოლოგია“ სადაც, მისი აზრით - ,,სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“. იმისთვის, რომ მოსწავლემ საკუთარი ძალები განივითაროს, გამოავლინოს საკუთარი თავი და თვითდამკვიდრებაც შეძლოს, სწავლისადმი პოზიტიური განწყობის განმაპირობებელი უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოა. სწორედ ამიტომ, არსებული მეთოდებიდან, პირველ რიგში. გამოვიყენე საკლასო ოთახში დადებითი ატმოსფეროს შექმნა. ამაში მოვიაზრებ ყველაფერს, რასაც პედაგოგი ამჟღავნებს საგაკვეთილო პროცესში: დამოკიდებულება, მოსმენა, გაგება, მოსწავლეთა აზრის გათვალისწინება, სამართლიანობა, თავაზიანობა, იუმორი, სიხალისე, ენთუზიაზმის გამომჟღავნება, პოზიტიური განწყობის შექმნა და ..
   მეორე მეთოდი გახლდათ მიზნებისა და შედეგების დანახვა. მოტივაცია პირდაპირ დაკავშირებულია მიზანთან. მოსწავლეს სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ რატომ სწავლობს, რისთვის სჭირდება სკოლაში მიღებული ცოდნა და რა პერსპექტივები ექნება მას მომავალში. ამიტომ მასწავლებლები, ვფიქრობ, ვალდებულიც ვართ დავუსახოთ მათ როგორც შორეული (მაგ. წარმატებული კარიერა, წლის ბოლოს გამოცდა), ისე ახლო მიზნები ( თემის კარგად დაწერა, დისკუსიაში და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში  მონაწილეობა, ტესტში მაღალი ქულა), და . შ.
თავი III
  საკვლევი კითხვების ფორმულირება, კვლევის მიზნები და ამოცანები
  კვლევის მთავარი კითხვა იყო , თუ რა იწვევდა  გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დაქვეითებას ,რაც თავისთავად აისხება აკადემიურ მოსწრებაზეც . კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვე კითხვებზე პასუხის გაცემა.
  რა გავლენას ახდენს სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება მოსწავლეების ჩართულობაზე ?
რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვახდინოთ საგაკვეთილო პროცესის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება ?
  რამდენად იგებენ მოსწავლეები გრამატიკულ კონსტრუქციებს და ლექსიკას?
არის თუ არა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები მათთვის მისაღები შინაარსობრივი თვალსაზრისით?
არის თუ არა სირთულე ტექსტების მოცულობაში ?
  რამდენ ხანს ანდომებენ სახლში საშინაო დავალების შესრულებას და არის თუ არა ეს დამღლელი მათთვის?
  ამ პრობლემის მიზეზი ხომ არ არის სწავლისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონა ან სიზარმაცე?
რა დაეხმარება მათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში ?
როგორი გაკვეთილი იქნება მათთვის საინტერესო?
რა თემებია მათთვის საინტერესო რომელთა შესწავლაც გაზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?
აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა. კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ღია და დახურული ანკეტირება, ინტერვიუ, ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე და კითხვარები.
კვლევის მიზანი და ამოცანები :
  ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამოგვეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები . ამ პრობლემასთან დაკავშირებით გავესაუბრე თანამშრომლებს , კითხვარის საშუალებით გამოვკითხე მშობლები, მოსწავლეები ,ჩავატარე თვისობრივი კვლევა- დაკვირვება,დიალოგის სახით,რომლის გამოყენება პედაგოგიკაში ტრადიციული მეთოდია,რადგან სწორედ საუბარებში,დიალოგებში,დისკუსიებში ვლინდება ადამიანთა დამოკიდებულება,გრძნობები,პოზიციები და შეფასებები. კითხვარი მომზადდა მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის, მშობლებს კითხვარი სახლში გავუგზავნე, მათ ჰქონდათ 2-3 დღე შესავსებად. მონაწილეობა მიიღო 12  მა მშობელმა. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი.
1.       ზოგიერთი მოსწავლისთვის ჩართულობის ხარისხის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი  მე 5 კლასში განმსაზღვრელი ნიშნის შემოტანა. რადგან ზოგჯერ მოსწავლეს უჭირს თავის ცოდნის დონის განსაზღვრა და ფიქრობს რომ ნიშანი არ არის მის ცოდნასთან შესაბამისობაში, რაც იწვევს დემოტივაციას.
2.       ზოგიერთი მოსწავლეებისათვის კი მაგ: მე 6 კლასში, მასალა შედარებით მარტივია, რადგან ახალ სახელმძღვანელოებში (ქართული ენა -ლიტერატურა, ისტორია) შეტანილ მასალათა უმრავლესობა უკვე ნასწავლი აქვთ წინა წელს,რაც ასევე იწვევს დემოტივაციას.
3.         ხოლო მაღალ კლასებში დემოტივაციის ერთ-ერთ მიზეზად სასწავლო მასალის მოცულობა სახელდება , აც იწვევს შემდეგ სასწავლო პროცესის გართულებას (შემოდის ახალი ლექსიკა, გრამატიკული დროები, იზრდება და რთულდება ტექსტების მოცულობა).
4.        ზოგიერთი მათგანი წუხდა რომ ნასწავლი მასალა სწრაფად  ავიწყდებათ,რაც ასევე დასახელდა დემოტივაციის მიზეზად , ნაწილი კი მიზეზად რესურსების სიმცირეს ასახელებდა მაგ:დაფა ცარცი,ფურცლები,კალმები,სახელმძღვანელო,რუკა.
5.         ამასთან მოსწავლეების ნაწილი სხვადსხვა წრეზე დადის (ურვა, სპორტი, და . ) რაც ხელს უშლით მათ დროის ორგანიზებაში .
6.       დაბალი თვითშეფასება.
7.         პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები კოლეგებთან საუბრისას საბაზო საფეხურზე ,ასევე ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება დასახელდა, მაგრამ ამასთანავე გამოიკვეთა შემდეგი ფაქტორებიც: სახელმძღვანელოების სირთულე;
ყურადღების შემცირება მშობლების მხრიდან;
მოსწავლეთა ოჯახების სოციო-ეკონომიკური ფონის გავლენა სწავლა-სწავლების ხარისხზე და ა.შ.
  კვლევის მიზანია მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება და  აკადემიური მოსწრების ხარისხის კვლევა ქართულ ენა-ლიტერატურასა და ისტორიის გაკვეთილებზე და ინტერვენციების საშუალებით მოვახერხოთ ამ პრობლემის გადაჭრა.
თავი IV
კვლევის მეთოდების განხილვა
     დაკვირვების შედეგად გამოჩნდა , რომ მათი ჩართულობა ნაკლებია, რადგან არცთუ ისე ხშირად ვიყენებთ სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიულ სტრატეგიებს და ამასთანავე იშვიათად ვიყენებთ ტექნოლოგიებს. ზემოთხსენებული ინფორმაციაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ მეთოდები რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდაში (ჯგუფური მუშაობა, წყვილებში მუშაობა, ისტ -ის გამოყენება სხვადასხვა პროგრამის საშუალებით(Word, powerpoint, slide show).
   რაც მთავარია თითოეული ეს აქტივობა პასუხობს - თი განსაზღვრულ მიზნებს. ინტერვენციის დაგეგმვა
 შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციებ:
1.       ვიდეოს ნახვა და განხილვა სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებით.
   მოსწავლეებთან გასაუბრებისას აღმოჩნდა რომ მათ არ აქვთ საკუთარი თავის რწმენა, მათი ნაწილი  ფიქრობს,  რომ მათ  არ შეუძლიათ ადვილად დამახსოვრება, საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა, ნაწილს კი  უჭირს საკუთარი აზრის წერილიბით დაფიქსირება და ანალიზის გაკეთება. იმისთვის რომ მოსწავლეებში გაგვეღვივებინა თავდაჯერებულობა, დაგვენახვებინა, რომ მთავარია მხოლოდ სურვილი, შრომა და მონდომება  ნახეთ ვიდეოშენ ყველაფრის სწავლა შეგიძლია მე 5, მე 6 კლასებში და მოისმინეს მინი ლექცია თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებას.(სასურველ შედეგს).
    ხოლო მე 8, მე 9 კლასებში კი ვანახეთ  მეხსიერება აკადემიის დამფუძნებელის  გიორგი ცინარიძის ვიდეო, ყველაზე გავრცელებული მითი შენი მეხსიერების შესახებ! https://www.youtube.com/watch?v=L4YJWwTDTlc  “რა არის დამახსოვრების ყველაზე ეფექტური გზა“,შემდეგ კი გავმართეთ დისკუსია რამდენად რეალურია ვიდეოში ნანახი და მოსმენილი მასალა და დაეხმარებათ თუ არა ეს მათ.
2.გაკვეთილზე გამოვიყენეთ ჯგუფური მუშაობა,რომლის  დროსაც  მოსწავლეები ერთად ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ უცხო ტექსტს,წყაროებს  და გრამატიკულ დროებს იყენებდნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში.
3. გამოვიყენეთ თვით შეფასებისა და ურთიერთ შეფასების კრიტერიუმები, რომლითაც აფასებდნენ საკუთარ თავს და შემდეგ ერთმანეთს, აძლევდნენ უკუკავშირს, და ამბობდნენ აგრეთვე თუ რა უნდა გააკეთონ უკეთესი შედეგის მისაღებად.
4.დავგეგმეთ აგრეთვე მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ,ზოგიერთ რესურების შექმნაში თავად მოსწავლეებსაც მივაღებინეთ მონაწილეობა,მაგ: გაკვეთილებზე ვიყენებდით თემასთან შესაბამის ვიდეოებს, ამობეჭდილ სურათებს,ვქმნიდით პლაკატებს,სლაიდებს,მოსწავლეების მიერ დახატულ ნახატებს,კროსვორდს,პრეზენტაციის დროს ვაძლევდით საშუალებას გამოეყენებინათ პროექტორი და სხვა.
5.დავგეგმეთ ინტეგრირებული გაკვეთილები ქართულ ენა - ლიტერატურასა და ისტორიაში (იხ.სამოდელო გაკვეთილები ).
ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი:
      ინტერვენციის განხორციელებამ ძირითადად დადებითი შედეგი გამოიღო,თვითშეფასებისა და ურთიერთ შეფასების რუბრიკებით მოსწავლეთა უმრავლესობამ რეალურად დაინახა საკუთარი შესაძლებლობები , რაც დაეხმარებათ მათ სასწავლო ხარვეზების გამოსწორებაში.
   მოსწავლეები ინტერესით და ხალისით მუშაობდნენ  ჯგუფურად , იყვნენ აქტიურად ჩართული სასწავლო პროცესში . ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ თანამშრომლობის უნარებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, იზიარებდნენ ერთმანეთის აზრს. მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები ეხმარებოდნენ სუსტ მოსწავლეებს დავალების შესრულებაში, რაც მათ მეტ თავდაჯერებულობას მატებდათ . ისინი ერთად მუშაობდნენ და აკეთებდნენ ტექსტის ანალიზს.იწერდნენ სიტყვებს ,გამოთქმებს ,სცემდნენ კითხვებზე პასუხს და აკეთებდნენ პრეზენტაციებს,რითაც მათმა უმრავლესობამ შეძლო საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირება და ანალიზის გაკეთება.
    რესურსების მრავალფეროვნებამ და განსაკუთრებით მოსწავლეთა მონაწილეობამ ზოგიერთი რესურსის შექმნაში გაზარდა ჩართულობა ,გამოიწვია ინტერესი და ცოდნის გაღრმავება,ასევე მოსწავლეთა ინტერესების გაზრდა საგაკვეთილო პროცესში განაპირობა ისტ -ს გამოყენებამაც, რაც დაეხმარათ მოცულობითი ინფორმაციის სწრაფად აღქმასა და გაანალიზებაში.


 მონაცემთა შეგროვებამ და და შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ
·         დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს უჭირთ დამოუკიდებლად მუშაობა ,რის გამოც ვერ ახერხებენ უცხო ტექსტებზე,წყაროებზე და გრამატიკულ სავარჯიშოების შესრულებას აქედან გამომდინარე ,ვერ გებულობენ მასალას  და ამიტომ ეცემა მათი მოტივაცია.
·         ყველაზე მეტად იყვნენ ჩართული ისტ-ს ტექნოლოგიების გამოყენების და რესურსების შექმნაში  მონაწილეობის დროს ,იყვნენ უფრო დამაჯაერებლები და გვთხოვდნენ ასეთი ტიპის გაკვეთილების ხშირად ჩატარებას.
·         მოსწავლეებს,რომლებიც დადიან სხვადასხვა წრეზე(ცურვა,მკლავჭიდი,სპორტი და ა.შ.)ხელს უშლით მათ დროის ორგანიზებაში და ა.შ.
ღია და დახურული ანკეტირების  საფუძველზე გამოიკითხა 15 მოსწავლე . დადგინდა ,რომგაკვეთილი საინტერესოა როცა მასწავლებელ ისტ-ით გამდიდრებულ გაკვეთილს ატარებს. მოსწონს 90% , არ მოსწონს 10 % . •ჯგუფური მუშაობა მოსწონს 60% , არა აქვს მნიშვნელობა გაკვეთილის სტილს 20% და არ მოსწონს 20%. სახელმძღვანელო მოსწონს 60% , 20 % არ მოსწონს , 20 % სთვის არ აქვს მნიშვნელობა. • ისტორიისა და ქართული ენა -ლიტერატურის სახელმძღვანელოში არსებული ტექსტები  მისაღებია 50 % თვის, არ მოსწონს 20 % , უკეთესიც შეიძლება 30 % სთვის. •საშინაო დავალების შესრულებას 1 საათზე მეტს ანდომებს 20 %, 1 საათს 30 % , ნახევარ საათს ანდომებს 50 %. •დაბალი ქულების მიზეზად 70 % მიიჩნევს სიზარმაცეს, 20 % თვლის რომ არ აქვს საკმარისი უნარი გრამატიკისა და ისტორიის თარიღების შესასწავლად, 10 % სპორტზე და სხვა წრეებზე სიარულს ასახელებს.
ღია კითხვებში   მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები . კითხვაზე თუ რატომ სურთ ან რაში დაეხმარებათ მომავალში ქართული ენა - ლიტერატურისა და ისტორიის  შესწავლა , ათ აღნიშნეს, რომ ზოგი მათგანი სპორტიდან მიდის სხვადასხვა ქვეყნებში  და კარგი იქნება მათზე გარკვეული ისტორიული წარმოდგენები თუ ექნებათ, ასევე საჭიროდ და აუცილებლადაც კი მიიჩნევენ ელემენტარულ დონეზე მაინც საკუთარი ქვეყნის ისტორიის,  ენისა და ლიტერატურის ცოდნას, ზოგს  სწავლის გასაგრძელებლად , ზოგს კი საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის სჭირდებათ. ზოგი ფიქრობს რომ თავიდან დაწყება სჭირდება , რადგან ვერ ეწევა სასწავლო პროგრამას. კითხვაზე როგორი გაკვეთილი იქნებოდა მათვის საინტერესო , მოსწავლეებმა კვლავ აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო იქნებოდა ისტ -ით  გამდიდრებული გაკვეთილები , ფილმების ყურება, გარჩევა, უფრო მეტი სასაუბრო ფრაზების შესწავლა, მრავალფეროვანი აქტივობები, როლური თამაშები. აღნიშნული აქტივობები , მართლაც შეესაბამება თანამედროვე სწავლების მოთხოვნებს.
     თუმცა მათი ხშირი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან წინასწარ სჭირდება სასწავლო რესურსის მომზადება, რაც დამატებით დროს და ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს .ამ მეთოდებით სწავლა არის სახალისო და შემოქმედებითი, რაც მოსწავლეების უმრავლესობის გაკვეთილზე ჩართულობას უზრუნველყოფს.
  ასევე მშობლები თვლიან ,რომ მათი შვილების დაინტერესება სასწავლო პროცესისით გაიზრდება მრავალფეროვანი აქტივობებით,საინტერესო გაკვეთილებით და სიმკაცრის გამოჩენით.



თავი V.
კვლევის დიზაინი
1.       კვლევის სამიზნე ჯგუფი:
1.დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (მე 5/მე 6 კლასები);
2. საბაზო საფეხურის მოსწავლეები (მე-8/მე-9 კლასები);
3.დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლები;
4. საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები;
3.დაწყებითი მე 5/ მე 6 კლასებსი და  საბაზო საფეხურის კლასებში შემსვლელი მასწავლებლები.
2. ცხრილებისა და გრაფიკების ჩამონათვალი
დიაგნოსტიკური ტესტის ჩამონათვალი
პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრება  დაწყებით საფეხურზე:

10 -9

8- 7
6-5
4- 3
1-2
1 მოსწავლე

2 მოსწავლე
2 მოსწავლე
0
0




პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი საბაზო საფეხურზე:
10 -9

8- 7
6-5
4- 3
1-2
0
6 მოსწავლე
1 მოსწავლე
0
0






პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი დაწყებით და  საბაზო საფეხურზე ისტორიასა და ქართულ ენა - ლიტერატურაში :

10 -9


8- 7
6-5
4- 3
1-2
5 მოსწავლე
6 მოსწავლე
1 მოსწავლე
0
0


მეორე სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი დაწყებით და  საბაზო საფეხურზე ისტორიასა და ქართულ ენა - ლიტერატურაში :
10 -9

8- 7
6-5
4- 3
1-2
5 მოსწავლე
8 მოსწავლე
2 მოსწავლე
0
0












მოგწონთ თუ არა გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენება


       მოსწონს
       არ აქვს მნიშვნელობა

მოგწონთ თუ არა ჯგუფური მუშაობა...
       მოსწონს
        არ აქვს მნიშვნელობა
        არ მოსწონს

რა არის დაბალი აკადმიური მოსწრების მიზეზი....

Text Box:          სიზარმაცე
       თვლის რომ არ აქვს საკმარისი უნარი გრამატიკისა და ისტორიის თარიღების შესასწავლად
      დროის არასწორად გადანაწილების გამო( სპორტზე და სხვა წრეებზე სიარულს ასახელებს).

მოგწონთ თუ არა სახელმძღვანელოები...


 
 
       მოსწონს
       არ მოსწონს
       არ აქვს მნიშვნელობა

მოგწონთ თუ არა ისტორიისა და ქართული ენა ლიტერატურის სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები...


 
 
       მოსწონს
       არ მოსწონს
       უკეთესიც შეიძლებოდა

თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევის კომპეტენციის უნარის ფლობა მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს , ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში .
 1)შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება ,საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.(პროფესიული განვითარება მუხლი 139)
 2) სწორედ ამიტომმასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისმიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ ერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული კვლევის განხორციელება , ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პრაქტიკული კვლევის განხორციელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.
    კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება , მისი სისტემატური დოკუმენტირებადა გაფორმება კვლევის ანგარიშის ,სტატიის , პროექტის და სხვა სახით.  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო , არამედ ახალი იდეების , ინოვაციების გამოსაცდელად. ამრიგად , პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის , სკოლის საქმიანობის , სწავლა სწავლების და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და გაუმჯობესების მიზნით.   
  პრაქტიკის კვლევის განმახორციელებელმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა, პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, რაც სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა. ნს მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობით დააკვირდნენ მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესს.



თავი VII.
   პროექტის ვადები, მიგნებები,რეკომენდაციები,კვლევის ნაკლოვანებები,დასკვნა ბიბლიოგრაფია.


აქტივობა
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
საკვლევი საკითხის მიმოხილვა,პრობლემის აქტუალობის დასაბუთება სამიზნე ჯგუფი.


X





ლიტერატურის
მიმოხილვა.


X
X
X


საკვლევი კითხვების ფორმულირება,კვლევის მიზნები და
ამოცანები,კვლევის გეგმა.

X






კვლევის მეთოდების განხილვა, ინტერვენციის დაგეგმვა.

X





ცხრილებისა და გრაფიკების ჩამონათვალი

X





კითხვარების შედგენა დამუშავება


X






კითხვარის შევსება მშობლების მიერ


X



მოსწავლეთა და მასწავლებელთა გამოკითხვა



X

X






ჩატარებული გამოკითხვების ანალიზი





X






სამოტივაციო ვიდეოს ნახვა , განხილვა





X






შედეგების მიხედვით მოსწავლეთა დაჯგუფებ




X







X
ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება ისტორია და ქართულ ენა ლიტერატურაში 







X

X


ინტერვენციის განხორციელება




X

X

X




მიღებული შედეგების ანალიზი












X

მიგნებები და რეკომენდაციები
      შესაბამისი კითხვარისა და დისკუსიის საფუძველზე დავადგინე, რომ მშობლების უმრავლესობას არ აქვს პასუხი, რამ განაპირობა მათი შვილების ინდიფერენტული დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ; კითხვარები მომზადდა, როგორც დაწყებითი ისე საბაზო საფეხურის  მოსწავლეთათვის. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოსწავლემ.  დაბრუნებული  კითხვარებით ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნა მოსწავლეთა მოტივაციის განმაპირობებელ ფაქტორებზე, კერძოდ, გაგვიადვილდა დაგვედგინა, მათი აზრით, რა განაპირობებს საგნის სიყვარულს. განხორციელდა აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებზე;
    კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას,რომ სასურველია შეიცვალოს სახელმძღვანელოში მოცემული ზოგიერთი ტექსტი,სადაც მეტნაკლებად საინტერესო და გამოუყენებელი მოცულობითი ტექსტებია წარმოდგენილი,რაც მოსწავლეებს უკარგავს სწავლისადმო ინტერესს,სასურველია მეტი ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების ჩატარება,რაც საკმაოდ რთული განსახორციელებელია იმ პირობებეში როგორშიც გვიწევს მუშაობა.ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების ჩასატარებლად არ გვაქვს შესაბამისი საკლასო ოთახები .მასწავლებელს თავად უწევს პროექტორის გამართვა რათა ჩაატაროს ისტი-თ გამდიდრებული გაკვეთილი,რაც შრომატევადი საქმეა და ამიტომ ხშირად ვერ ხერხდება.
 ერთ-ერთი რეკომენდაცია შეიძლება იყოს ის, რომ სასურველი იქნება თუ გვექნება შესაძლებლობა რომ ხშირად გამოვიყენოთ ტექნოლოგიები გაკვეთილზე, ასევე მოსწავლეები ვამუშაოთ ხშირად ჯგუფებში, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში, რათა მიეჩვიონ საკუთარი აზრის დაფიქსირებას და მის დაცვას.  რაც შეეხება მოსწავლეების მიერ თვითშეფასების ფორმის შევსებას, მოსწავლეებს ავუხსენით,რომ  ეს არ აისახებოდა განმსაზღვრელ შეფასებაზე, ეს მხოლოდ დაეხმარებოდა მათ გაეკეთებინათ თვით შეფასება, რა შეასრულეს და რა ვერ, და შემდეგში ნელ ნელა გაეუმჯობესებინათ შედეგები,სწორედ ეს იყო ამ ფორმების შევსების მიზანი.
   შეიძლება ითქვას რომ კვლევა მეტნაკლებად წარმატებით ჩატარდა .საკითხისადმი ინტერესი გამოიჩინეს როგორც მოსწავლეებმა ისე მშობლების ნაწილმა და პედაგოგებმა. მეტნაკლებად გაუმჯობესდა შედეგები პირველ სემესტრთან შედარებით. თუმცა ვფიქრობ უკეთესი შედეგის მიღებაც შეიძლებოდა .ხელი შეგვიშალა მოსწავლეების  გაცდენებმა, გარკვეული პერიოდი ზოგი სპორტის  გამო აცდენდა ,ზოგი ვირუსული ინფექციების გამო, რამაც შეაფერხა უკეთესი შედეგების მიღება.
   დასკვნა მიგვაჩნია, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს სწავლების მეთოდებთან მიმართებაში სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. უნდა შევძლოთ ხშირად ჩავატაროთ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილები. უნდა შეგვეძლოს 21 საუკუნისთვის საჭირო უნარ ჩვევები გამოვუმუშაოთ ბავშვებს, რათა გახდნენ ტოლერანტი, ლოგიკურად მოაზროვნე კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევების წინაშე.


  კვლევის ნაკლოვანებები :
   კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს 1.მონაცემთა სიმწირე. 2.შედეგები არასრული ანალიზი. 3.მშობელთა ნაკლები ჩართულობა,  რადგან კვლევამ აჩვენა ,რომ სადაც მშობლის ჩართულობა მაღალია შედეგიც დადებითია მაგ: მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და  შესაბამისად მოსწრების გაუმჯობესება,მაღალი დასწრება,კარგი ყოფაქცევა დ ა.შ.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
რეფლექსია
მასწავლებლები : ცირა ჯელია და ნინო დალაქიშვილი
     ბორბალოს საჯარო სკოლაში ჩავატარეთ კვლევა „მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზებზე მე 5,6,8,9, კლასებში როგორც ზოგადად ისე კონკრეტულად ისტორიასა და ქართულ ენა -ლიტერატურის გაკვეთილებზე.
  კვლევის მიზანი იყო აგვემაღლებინა მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაცია და  აკადემიური მოსწრების ხარისხი გაკვეთილებზე,  ინტერვენციების საშუალებით მოგვეხერხებინა ამ პრობლემის გადაჭრა.
  კოლეგებთან გაწეულმა კონსულტაციებმა ცხადყო,რომ  ზოგადად ყველა საგანში  შეიმჩნეოდა მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილში მოტივაციის კლება,რაც მეტად პრობლემურია და პირდაპირ აისახება აკადემიურ მოსწრებაზეც.ამდენად ვფიქრობთ,რომ კვლევის შედეგები, საინტერესო იქნება და პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება სხვა კოლეგებსაც,ამსთან გარდა შედეგებისა კოლეგებს თავად კვლევაც დაეხმარებათ  წარმართონ  მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
   კვლევა განხორციელდა 2019 სასწავლო წელს მე-5,6,8,9  კლასებში , გრძელდებოდა  6 თვის მანძილზე. კვლევა ჩატარდა როგორც თვისებრივი ,ისე რაოდენობრივი თვისებების გამოყენებით ,ინსტრუმენტებს კი წარმოადგენდა დაკვირვება,დიალოგი, ფოკუს ჯგუფები, ღია და დახურული  კითხვარი. შედეგის მისაღწევად გამოყენებული იქნა ინტერვენციები, რომლებიც კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა. ინტერვენციების დაგეგმვამდე გავესაუბრე კოლეგებს, ვინც მათ ასწავლიდათ მე 5,6,8,9 კლასებში, მშობლებს ვთხოვეკითხვარის შევსება, და გავატანეთ სახლში , რომ მშვიდ გარემოში აჩქარების გარეშე შეევსოთ. მოსწავლეთა გამოკითხვა, ანონიმური ღია და დახურული გამოკითხვა ,ვაწარმოეთ ზეპირი და  წერილობითი ფორმით.
დავგეგმეთ ინტერვეციები:
          1.ვიდეოს ნახვა და განხილვა სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებით.
   იმისთვის რომ მოსწავლეებში გაგვეღვივებინა თავდაჯერებულობა, დაგვენახვებინა, რომ მთავარია მხოლოდ სურვილი, და შრომა,  ნახეთ ვიდეო შენ ყველაფრის სწავლა შეგიძლია მე 5, მე 6 კლასებში , ხოლო მე 8, მე 9 კლასებში კი ვანახეთ  მეხსიერება აკადემიის დამფუძნებელის  გიორგი ცინარიძეს ვიდეო, ყველაზე გავრცელებული მითი შენი მეხსიერების შესახებ! “რა არის დამახსოვრების ყველაზე ეფექტური გზა“,შემდეგ კი გავმართეთ დისკუსია რამდენად რეალურია ვიდეოში ნანახი და მოსმენილი მასალა და დაეხმარებათ თუ არა ეს მათ.
2.გაკვეთილზე გამოვიყენეთ ჯგუფური მუშაობა,რომლის  დროსაც  მოსწავლეები ერთად ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ უცხო ტექსტს,წყაროებს , გრამატიკულ დროებს  და ასრულებდნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
3. გამოვიყენეთ თვით შეფასებისა და ურთიერთ შეფასების კრიტერიუმები, რომლითაც აფასებდნენ საკუთარ თავს და შემდეგ ერთმანეთს, აძლევდნენ უკუკავშირს, და ამბობდნენ აგრეთვე თუ რა უნდა გააკეთონ უკეთესი შედეგის მისაღებად.
4.დავგეგმეთ აგრეთვე მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ,ზოგიერთ რესურების შექმნაში თავად მოსწავლეებსაც მივაღებინეთ მონაწილეობა,მაგ: გაკვეთილებზე ვიყენებდით თემასთან შესაბამის ვიდეოებს, ამობეჭდილ სურათებს,ვქმნიდით პლაკატებს,სლაიდებს,მოსწავლეების მიერ დახატულ ნახატებს,კროსვორდს,პრეზენტაციის დროს ვაძლევდით საშუალებას გამოეყენებინათ პროექტორი და სხვა.
5.დავგეგმეთ ინტეგრირებული გაკვეთილები ქართულ ენა - ლიტერატურასა და ისტორიაში (იხ.სამოდელო გაკვეთილები ).
      ინტერვენციის განხორციელებამ ძირითადად დადებითი შედეგი გამოიღო, მოსწავლეთა უმრავლესობამ რეალურად დაინახა საკუთარი შესაძლებლობები , რაც დაეხმარებათ მათ სასწავლო ხარვეზების გამოსწორებაში.
     შეიძლება ითქვას რომ კვლევა მეტნაკლებად წარმატებით ჩატარდა .საკითხისადმი ინტერესი გამოიჩინეს როგორც მოსწავლეებმა ისე მშობლების ნაწილმა და პედაგოგებმა. მეტნაკლებად გაუმჯობესდა შედეგები პირველ სემესტრთან შედარებით. თუმცა ვფიქრობ უკეთესი შედეგის მიღებაც შეიძლებოდა .ხელი შეგვიშალა მოსწავლეების  გაცდენებმა, გარკვეული პერიოდი ზოგი სპორტის  გამო აცდენდა ,ზოგი ვირუსული ინფექციების გამო, რამაც შეაფერხა უკეთესი შედეგების მიღება.
   დასკვნა მიგვაჩნია, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს სწავლების მეთოდებთან მიმართებაში სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. უნდა შევძლოთ ხშირად ჩავატაროთ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილები და  21 საუკუნისთვის საჭირო უნარ ჩვევები გამოვუმუშაოთ ბავშვებს, რათა გახდნენ ტოლერანტი, ლოგიკურად მოაზროვნე კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევების წინაშე.
ბიბლიოგრაფია
   გამოვიყენეთ მასწავლეგბელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა „სწავლება და შეფასება“ 2008 წელი.
დიმიტრი უზნაძეპედაგოგიური თხზულებანითბილისი 2005 .
   ცვატა ბერძენიშვილი 2015 წელი „სტატიები სწავლის მოტივაციების გასაზრდელად“ http://mastsavlebeli.ge/?p=1528
   მეხსიერება აკადემიის დამფუძნებელის  გიორგი ცინარიძის ვიდეო, ყველაზე გავრცელებული მითი შენი მეხსიერების შესახებ! https://www.youtube.com/watch?v=L4YJWwTDTlc  “რა არის დამახსოვრების ყველაზე ეფექტური გზა“.
ყველაფრის სწავლა შეგიძლია
   რეკომენდაციები დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის მშობელთა ჩართულობა თბილისი 2015
   ლობჯანიძეს.  როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევებიინტერნეტჟურნალიმასწავლებელი“ 2012 წლის 3 . http://mastsavlebeli.ge/?p=281
    გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
    გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014) მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915
დანართები :
1.  ფოკუსირებული დაკვირვების შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
1
2
3
4

მოსმენა
იშვიათად უსმენს თანაგუნდელებს. უყურადღებოა.
ხანდახან უსმენს თანაგუნდელებს. ნაკლებად ყურადღებიანია
ხშირად უსმენს თანაგუნდელებს. ყურადღებიანია
ყოველთვის ყურად ღებით უსმენს თანაგუნდელებს

აზრის გამოხატვა
იშვიათად აფიქ სირებს საკუთარ აზრს
ხანდახან აფიქ სირებს საკუთარ აზრს
ხშირად აფიქსირებს საკუთარ აზრს
ყოველთვის აფიქსირებს საკუთარ აზრს

თავდაჯერებულობა
არ არის დარწმუ ნებული საკუთარ შესაძლებლობებში.
ნაკლებად არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებ ლობებში
დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, თუმცა ვერ ახერხებს ყოველთვის ჯგუფის დახმარებას
დარწმუნებუ ლია საკუთარ შესაძლებლო ბებში.შეუძლია ჯგუფის დახმარებ
პასუხისმგებლობა
არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე
ხანდახან იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე
ხშირად იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებ ლობას
ყოველთვის შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებ

ურთიერთპატივისცემა
ნაკლებად გამოხატავს პატივის ცემას თანაგუნ დელთა და განსხვავებული აზრის მიმართ
ხანდახან გამოხატავს პატივისცემას თანაგუნდელ თა და განსხვა ვებული აზრის მიმართ
ხშირად გამოხატავს პატივისცემას თანა გუნდელთა და განსხვავებული აზრის მიმართ
ყოველთვის გამოხატავს პატივისცემას თანაგუნდელ თა და განსხვა ვებული აზრის მიმართ



2. კითხვარი მოსწავლეებისათვის
                    
                                               მოგესალმებით
 ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით და საბაზო  საფეხურზე, ისტორიასა და ქართულ ენა ლიტერატურის საგნების მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით. 
თქვენი,როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია, საჭირო არაა კითხვაზე სახელის და გვარის მითითება.

1.არის თუ არა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული?
ა)  დიახ           ბ) არა               გ)ნაწილობრივ
2.სახელმძღვანელოები,რომლითაც სწავლობთ ისტორიასა და ქართულ ენა ლიტერატურის  საგნებში მისაღებია თუ არა თქვენთვის?
ა) დიახ            ბ)არა                     გ) ნაწილობრივ
3.არის თუ არა გამოყენებული გაკვეთილზე სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები?
ა)დიახ             ბ)არა                  გ) ნაწილობრივ
4.არის თუ არა დაძლევადი თქვენთვის სასწავლო აქტივობები?
ა)დიახ     ბ)არა    გ)ნაწილობრივ
5.თვლით თუ არა რომ თქვენი შეფასება ობიექტურია?
ა) დიახ     ბ)არა              გ)ნაწილობრივ
6.იყენებთ თუ არა მრავალფეროვან რესურსებს გაკვეთილზე?
ა)ყოველთვის    ბ)ხშირად    გ)იშვიათად           დ)არასდროს
7.იღებთ თუ არა მონაწილეობას შეფასების სქემების შემუშავებაში
ა)ყოველთვის    ბ)ხშირად     გ) იშვიათად
8.ღებულობთ  თუ არა პოზიტიურ უკუკავშირს მასწავლებლებისაგან
ა)ყოველთვის         ბ)ხშირად        გ)იშვიათად      დ)არასდროს
9.როგორი დავალების შესრულება უფრო გირთულდებათ ?
ა)კითხვა-პასუხი        ბ)ამოცანების ამოხსნა      გ)პრეზენტაცია
დ)  სხვა      (ჩაწერეთ თქვენი აზრი








10.როდის უფრო ხართ ჩართული საგაკვეთილო პროცესში?
ა)ჯგუფური მუშაობის დროს        ბ)დამოუკიდებლად მუშაობის დროს
გ)არ აქვს მნიშვნელობა
11.როგორი გაკვეთილი უფრო საინტერესოა თქვენთვის 
ა) ლექციური    ბ)ისტ-ით გამდიდრებული      ბ)როცა ექსპერიმენტი ტარდება დ)სულ ერთია
12.რომელი საგნის სწავლებას ანიჭებთ უპირატესობას?
ა) ქართული    ბ)მათემატიკა      გ) ინგლისური   დ)რუსული დ) ქიმია ე)ფიზიკა   ვ)ბიოლოგია, ზ)ისტორია  თ) გეოგრაფია ი)სპორტი
13.რით არის ეს საგანი საინტერესო თქვენთვის? (ჩაწერეთ თქვენი აზრი)
ა)ყოველთვის    ბ)ხშირად     გ) იშვიათად




14.რა გიშლით ხელს სწავლაში?
ა)სიზარმაცე  ბ)დიდი მოცულობის დავალებები   გ)დავალების სირთულე
დ)არ მჭირდება ეს საგნები
15 რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის სწავლის პროცესში?
ა)ცოდნის მიღება  ბ)ქულის მიღება    გ) ორივე   დ) არც ერთი

16)თქვენი აზრით რა დაგეხმარებათ სწავლის  ხარისხის გაუმჯობესებაში და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვაში?



გმადლობთ მონაწილეობისათვის!

3. კითხვარი  მშობლებისათვის.
                                                     
მოგესალმებით
 ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით და საბაზო  საფეხურზე, ისტორიასა და ქართულ ენა ლიტერატურის საგნების მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით. 
  თქვენი როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის  წარმატებისათვის.თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია, საჭირო არაა კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1.არის თუ არა მშობლებსა და პედაგოგებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული?
ა)დიახ   ბ) არა   გ)ნაწილობრივ
2.თვლით თუ არა ,რომ თქვენი შვილი ყველა საგნის მიმართ ერთნაირ დაინტერესებას არ იჩენს?
ა)დიახ   ბ)არა    გ)ნაწილობრივ           დ)არ ვიცი
3.იღებთ თუ არა პოზიტიურ უკუკავშირს მასწავლებლებისაგან?
ა)დიახ     ბ)არა     გ)ნაწილობრივ
4.როგორ ფიქრობთ სასწავლო პროცესის მიმართ თქვენი შვილის დაბალი დაინტერესების მიზეზი ხომ არაა გარდატეხის ასაკი?
ა)დიახ   ბ)არა      გ)ნაწილობრივ
5.თქვენი შვილის დაინტერესება სასწავლო პროცესისადმი წინა წლებთან შედარებით
ა)გაუმჯობესდა   ბ)გაუარესდა    გ)არ შეცვლილა
6. რომელი საგნების მიმართ ამჟღავნებს დაინტერესებას თქვენი შვილი?
ა)ქართული     ბ)მატემატიკა    გ)ინგლისური    დ)რუსული    ე)ისტორია     ვ)გეოგრაფია    ზ)ქიმია    თ)ფიზიკა   ი)ბიოლოგია    კ)სპორტი
7.რა დროს უთმობს თქვენი შვილი მეცადინეობას?
ა)0,5 სთ        ბ)1 სთ     გ)2 სთ და მეტს      დ)საერთოდ არ მეცადინეობს
8.რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის შესახებ სკოლიდან?
ა)დავდივარ სკოლაში     ბ)მაქვს სატელეფონო კავშირი მასწავლებლებთან   გ)ვეკითხები ბავშვს     დ)არ ვიღებ ინფორმაციას    ე)სხვა ------(ჩაწერეთ)
9.რამდენად ხშირად დადიხართ სკოლაში?
ა) თვეში ერთხელ   ბ)ორ თვეში  ერთხელ    გ)სემესტრში ერთხელ დ)საერთოდ არ დავდივარ
10.რით არის დაკავებული თქვენი შვილი  გაკვეთილების შემდეგ?
ა)მეხმარება საოჯახო საქმეებში      ბ)დროის მეტ ნაწილს უთმობს ტელეფონს,კომპიუტერს,ტელევიზორს     გ)დადის სპორტზე     დ)კითხულობს მხატ.ლიტერატურას

11თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს საგაკვეთილო პროცესში თქვენი შვილის დაბალი ჩართულობის მიზეზი?
--------

12.როგორ ფიქრობთ როგორ უნდა გავზარდოთ თქვენი შვილის დაინტერესება სასწავლო პროცესისადმი?


გმადლობთ მონაწილეობისათვის.